მარინა ეზუგბაია: გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხუთი ახალი შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია, ოთხი შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევაა. ოთხივე მათგანი სატვირთო ავტომობილების მძღოლია, ერთი კი საკარანტინო ზონაში გამოვლენილი შემთხვევაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 968 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 844 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კორონა ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად