მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია

„გუშინდელი მონაცემით ჩვენ გვყავდა 794 პაციენტი. შემოგვემატა მხოლო 2 დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 796 დადასტურებული. გამოჯანმრთელებული გაიზარდა 10-ით. გვყავდა 624 და ამჟამად გვყავს 634 გამოჯანმრთელებული პაციენტი“ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80% მიაღწია. ამ ეტაპზე მხოლო 150 პაციენტი მკურნალობ მხოლოდ კოვიდ ცენტრებში, თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთელებულებთან შედარებით.
2 ახალი შემთხვევა არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდან.

ჩვენთან შემოვიდა 3 დადასტურებული შემთხვევა და 1 შესაძლოა. მაგრამ, ეს ერთი ოჯახია და დიდი ალბათობის ესეც დადასტურებული იქნება. და ჩავთვალოთ რომ 4 დადასტურებული შემთხვევაა და ეს არის „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი პირები არიან.
ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 58 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 1 გვყავდა გუშინ“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად