მარინა ეზუგბაია: ეს დაავადება გართულებებს ტოვებს საშუალო სიმძიმით მიმდინარეობის პერიოდშიც

“ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ გვყავს, არც არავინ გამოჯანმრთელებულა” .

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 37 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების პროგრესირება არსად შეინიშნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში მძიმე პაციენტები ჰყავთ.

„სხვა ცენტრში წვანან პაციენტები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან. ვერ ვიტყვით იმას, რომ დაავადება გამსუბუქდა. საერთოდ რაც პერიოდი გავა, ვირუსის ინვაზიურობის ხარისხი და ინფიცირების ინტენსივობა შეიძლება გარკვეულწილად შემცირდეს, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო და არ ვიცით, რომ ეს ვირუსი იქნება როგორც გრიპი. იმის თქმა, რომ დღეს კლინიკაში არ წვანან მძიმე პაციენტები, არ იქნება სწორი. რადგან ეს დაავადება გართულებებს ტოვებს არა მხოლოდ მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში, არამედ, როდესაც შეიძლება დაავადება იყოს საშუალო სიმძიმის. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ამ დაავადებას, მის პნევმონიას ახასიათებს ცოტა რთული, განსხვავებული მიმდინარეობა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ კორონავირუსი არ დაგვემართოს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 182 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად