მარინა ეზუგბაია: covod19-ის 8 ახალი შემთხვევიდან 3 უცხოეთიდან შემოტანილია, ორის წყარო უცნობია

„დღევანდელი მონაცმებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 146 დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტი“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევა, აქედან 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ორის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და დასჭირდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. რომელსაც  გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

რაც შეეხება, ჩვენს ცენტრს, გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ერთი. დაგვემატა კვლავ ერთი დადასტურებული შემთხვევა და ისევ გვყავს 19 დადასტურებული შემთხვევა, არცერთ პაციენტთან არ შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა ფასდება, საშუალოდ და მასზე მსუბუქად”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1018
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 895
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 5497
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად