მარინა ეზუგბაია: covid19-ით ინფიცირებული აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – covid ცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცმეებით კოვიდ ცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ ქვეყანაში იყო 973 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 981 შემთხვევა. მხოლოდ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
8 ახალი პაციენტიდან 3 არის საკარანტინო სივრციდან, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 5 დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები.

გვყავს 23 პაციენტი. ჩვენთან ახალი პაციენტი არ შემოსულა და არც გამოჯანმრთელებულა. არსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია – მათი მდგომარეობა საშულო და საშუალოზე მსუბუქია. აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს covid19 დაუდასტურდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად