მარინა ეზუგბაია: covid19-ის პირველი ტალღა არ დამთავრებულა – დავიცვათ რეკომენდაციები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მაინა ეზუგბაიას თქმით საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა.

მან მოსახლეობას მოუწოდა დაიცვან რეკომენდაციები.

„დღეს გვყავს 1171 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები 7-ით გაზიარდა. იყო 940 და გახლავთ 947. ამ მონაცემებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 დადასტურებული შემთხვევა.
სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა უცხოეთიდან შემოტანილია და სატვირთო ავტომანქანის მძღოლებია.
ჩვენი ცენტრის მონაცემებით გუშინ 29 პაციენტი გვყავდა. არავინ გამოჯანმრთელებულა, დაგვემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ორივე შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი რუსეთიდან შემოსულია, მეორე აზერბაიჯანიდან“, – განაცხადა მარიან ეზუგბაიამ
ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილური, მათი მდგომარეობა ფასდება როგორ საშუალო სიმძიმე და ყველაზე მსუბუქები“.
ჟურნალისტების კითხვაზე, როდის შიძლება ველოდოთ მეორე ტალღას, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა: “რა ვიცი, მგონი პირველი თაღა არ დამთავრებულა და მეორე ტალღაზე როგორ ვლაპარაკობთ.
ჩემი შეფასებთ ჯერჯერობით პირველი ტალღა არ დამთავრებულა. თუ ჩვენ მეორე ტალღას დავუძახებთ დაავადების მკვეთრ მატებას, ეს სხვა არის. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად