მარინა ეზუგბაია: Covid19-ის 9 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარიან ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ ცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს.

„დღეის მონაცემებით ქვეყანაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იყო 986 და 9 ახალი დადასტურებული შემთხვევით გახდა. გამოჯანმრთელებულები დღეის მონაცემებით არ გვყავს. ჯერჯერობით რჩება 857. ამ მონაცემებით კოვიდ ცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობას.

9 ახალი შემთხვევა ყველა გახლავთ იმპორტირებული, მათი დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინე სივრცეში. ამ ცხრიდან 5 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.
ჩვენ ცენტრში ამ ეტაპზე 25 პაციენტი მკურნალობს. გუშინ გამოჯანმრთელებული არც ჩვენ გვყოლია. დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა. სამივე შემოტანილი შემთხვევაა. საქართველოს მოქალაქეები არიან, ორი სომხეთიდან დაბრუნდა ქვეყნაში, ერთი კი რუსეთიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე გახლავთ, დანარჩენ პაციენტებთან არსად შეინიშნება დაავადების პროგრესირება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში covid19-ის კიდევ 9 შემთხვევა დადასტურდა

.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად