მარინა ეზუგბაია: covid19-ის 4 ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია – 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება.

„გუნინდელი მონაცემებით 939 პაციენტი იყო დადასტურებული, დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და გვყავს 943. გამოჯანმრთელებულებიც ოთხით გაიზარდა. კოვიდ ცენტრებში კვლავ 107 პაციენტი მკურნალობს. ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები არიან. “, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, დილის მონაცემებით, საქართველოში covid19-ის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 გამოჯანმრთელდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად