მარინა ეზუგბაია: covid19-ის 3 ახალი შემთხვევა რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან არის შემოტანილი

„დღეს გვყავს 1171 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები 7-ით გაზიარდა. იყო 940 და გახლავთ 947. ამ მონაცემებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 დადასტურებული შემთხვევა“, – ამის შეახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა უცხოეთიდან შემოტანილია და სატვირთო ავტომანქანის მძღოლებია.
ჩვენი ცენტრის მონაცემებით გუშინ 29 პაციენტი გვყავდა. არავინ გამოჯანმრთელებულა, დაგვემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ორივე შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი რუსეთიდან შემოსულია, მეორე აზერბაიჯანიდან“, – განაცხადა მარიან ეზუგბაიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად