მარინა ეზუგბაია: covid19 -ის 25 ახალი შემთხვევიდან 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 5 იმპორტირებულია, 1 სამედიცინო პერსონალია

“ერთი გახლავთ დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან. 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ხუთი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი და ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენ​​ის თვალსაზრისით” – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 7 და დაემატა 6 ახალი პაციენტი.

„დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა. ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ: სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ორი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევები გახლავთ.
ჩვენს კლინიკაში ორი მძიმე პაციენტია, როგორც „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობით, ასევე თანდართული დაავადების გათვალისწინებით. ჯერჯერობით შემოსვლიდან მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. კლინიკაში შემოსვლის შემდეგ პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, ძირითადად, საშუალო სიმძიმის არის. რამდენიმე პაციენტი გვყავს მსუბუქი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად