მარინა ეზუგბაია: ჩვენ გვაქვს 4 წყარო-2 იტალიის, 1 ირანის, 1 ესპანეთის

ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” 21 პაციენტი მყავს ინფექციურ საავადმყოფოში. ვილაპარაკოთ ჩემს სტაციონარში არსებულ შემთხვევებზე. 24 არის ქვეყანაში.
ჩვენ გვაქვს 4 წყარო. 2 იტალიის, 1 ირანის, 1 ესპანეთის წყარო.”-ამბობს მარინა ეზუგაბაია.

მარინა ეზუგბაიამ, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც უსაუბრა და განაცხადა:

” არ შეცვლილა მისი მდგომარეობა. მინიმალური ჩივილებით არის ეს ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვებში შედარებით მსუბუქათ მიმდინარეობს, იმედია ჩვენი ახალგაზრდა, ასე გააგრძელებს”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად