მარინა ეზუგბაია: ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 141 ინფიცირებული პაციენტიდან, 80%-ის მდგომარეობა მძიმეა, 9 პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკული. 

“141 პაციენტი ვნახე. 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. ძირითადად მძიმე პაციენტები გახლავთ. კრიტიკული პაციენტი არის 9.  ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება დინამიკა და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ თუ კიდევ მოიმატებს პაციენტების რაოდენობა, საწოლფონდი იყოს საკმარისი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 255 სულ მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად