მარინა ეზუგბაია: არა მგონია “საბურთალოს კლასტერი” გავრცელდეს, გაბევრდეს

არამგონია, მოხდეს საბურთალოს კლასტერის გავრცელება”- ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ქვეყანაში გამკაცრების ღონისძიებების ისევ შემოღების აუცილებლობა არ დადგება.

მისივე თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული ყველა კონტაქტის მთლიანად შესწავლა მოხდება.

” მათი კონტაქტების, ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე არამგონია, მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად