მარინა ეზუგბაია: ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს

„ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს”, – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. დაგვემატა კვლავ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, შემოტანილი შემთხვევებია”.  – ამბობს ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად