მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 2 არის სატვირთოს მძღოლი, ხოლო ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი

“დაგვემატა 3 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელება მხოლოდ ერთი გვაქვს. ახალი შემთხვევებიდან 2 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“ჩვენთან 2 მოთავსდა, ერთი სატვირთოს მძღოლი, მეორე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. გავწერეთ ერთი. ახლა ცენტრში 22 დადასტურებული პაციენტი გვყავს. ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად