მარინა ეზუგბაია: ახალი 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერიდან” არის

“ახალი კლასტერი ქვეყანაში არ გვყავს”-ამის შესახებ, თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი 11 შემთხვევიდან, “8 საბურთალოს” კლასეტრიდან არის

” ახალი 11 შემთხვევიდან 8 არის თქვენთვის ცნობილი “საბურთალოს კლასტერიდან” ხოლო 3 არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდან. ახალი წყარო, ანუ ახალი კლასტერი ქვეყანაში არ გვყავს”-ამბობს მარინა ეზუგბაია.

ცნობისთვის, 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 794
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 624
მათ შორის გარდაცვლილი – 12
კარანტინის რეჟიმში – 2494
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად