მარინა ეზუგბაია: 7 ახალი შემთხვევიდან, 1 იმპორტირებულია, 5  კონტაქტში მყოფი პირია, 1 წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1206 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა შვიდი და დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 1213 შემთხვევა. შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდევა ეპიდემიური კვლევა კონტაქტებისა და წყარის დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 82 პროცენტია.

„გამოჯანრთელებულების რიცხვიც შვიდით გაიზარდა, იყო 987 და ახლა არის 994. ამ მონაცემების შეჯერებით, დღესდღეობით, კოვიდცენტრებში სულ 240 პაციენტი მკურნალობს და გამოჯანრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82 პროცენტია. ამ მაჩვენებელმა მატება დაიწყო, რადგან აგვისტოში გამოჯანრთელებულების რაოდნეობა ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდნეობას აჭარბებს“, – განაცხადა მარინა  ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ: ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად