მარინა ეზუგბაია: 1798 პაციენტიდან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის – მძიმე

კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის კი – მძიმე.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელი რიცხვი 3306-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 46-ით. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 45-ს უდრის, ხოლო კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის კი – მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულები არ გვყავს და ჩვენთან მკურნალობს 35 პაციენტი. მათგან 1 არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო 4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა მხოლოდ 3 მძიმე პაციენტი გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 3306 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1481 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად