მარინა ეზუგბაია: 15 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

15 ახალი შემთხვევიდან 4 არის გაჩიანი, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალი, 4 კონტაქტები ინფიცირებულთან, 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა”.

ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ივლისის თვეში ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 240, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 144, პირველი აგვისტოდან დღემდე ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს 26, გამოჯანმრთელებული 27.

სატვირთო ავტომანქანის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით 103 შემთხვევა, მათ შორის 66 შემთხვევა არის ივლისის თვეში დადასტურებული.

ცნობისათვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად