მარინა ეზუგბაია: 14 ახალი შემთხვევიდან 2 არის გაჩიანიდან, 9 – კონტაქტი, 3 – იმპორტირებული

“14 ახალი შემთხვევიდან 2 არის გაჩიანიდან, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 იმპორტირებული შემთხვევა, საიდანაც 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი”.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მან ასევე აღნიშნა, რომ 194 პაციენტიდან 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად