მარინა ენდელაძე: ვფიქრობ, ქვეყანა ისევ მწვანე ზონაშია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რასაც შემთხვევების კლება მოჰყვება.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ  ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ რჩება მწვანე ზონაში.

“აქტიური დატესტვის შედეგად შემთხვევათა რაოდენობა მოიკლებს. ვლინდება თანდათან ყველა ინფიცირებული და ეს კარგია, რადგან ისინი არ რჩებიან ბინაზე და საზოგადოებაში. რამდენიმე დღე გვექნება პიკი და შემდეგ თანდათან შემცირდება. მე ვფიქრობ, ქვეყანა ისევ მწვანე ზონაშია”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 448-ით გაიზარდა, 299 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად