მარინა ენდელაძე: თბილისში covid19-ის 47 შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 47, ხოლო იმერეთში – 26.

“218 ახალი შემთხვევა დაემატა. “ჯერჯერობით აჭარა კვლავ ლიდერობს. იქ გახლავთ ინფიცირების 137 ახალი შემთხვევა, თბილისში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, იმერეთში – 26 და გურიაში 2, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გახლავთ 1574″, – განაცხადა მარია ენდელაძემ

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcpv.ge-ზე, მონაცემები  ცოტა ხნის წინ განახლდა, რომლის  მიხედვით ქვეყანაში უკვე 22 გარდაცვლილია.

მარინა ენდელაძის განცხადებით:  “დღეს გარდაიცვალა 2 პაციენტი, აქედან ერთი იყო 67 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ძალიან მძიმედ იყო. ჰქონდა თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია. სამწუხაროდ, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. პაციენტს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია და პნევმონია”, –  განაცხადა მარიან ენდელაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტს აგვისტოში ინსულტი ჰქონდა გადატანილი   ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 22-ე პაციენტი,  77 წლის ქალი,  კლინიკა „ბომონდში“ იყო მოთავსებული. 

ცნობისთვის, დღეს დილის მონაცემებით,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 40 აციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად