მარინა ენდელაძე: შიდა გავრცელებას ჯერ მასიური ხასიათი არ მიუღია

ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ “კურიერთან” განაცხადა.

როგორც ენდელაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას განმარტა, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აღენიშნება სიმპტომატიკა, ტესტირება ჩაუტარდება.

“დღის წესრიგში ეს საკითხი მას შემდეგ დადგა, როცა გამოვლინდა შიდა გავრცელება. თუმცა, ამ შიდა გავრცელებას ჯერ მასიური ხასიათი ნამდვილად არ მიუღია, რასაც ადასტურებს დაინფიცირებულთა რაოდენობა.

დღეიდან ალგორითმი შეიცვალა, ანუ სხვადასხვა გამოკვლევა გაკეთდება, ეს გახლავთ პისიარ კვლევა. გარდა ამისა, ჩატარდება კვლევები ანტიგენსა და ანტისხეულზე. თუ რომელი კვლევა უნდა ჩატარდეს, ამას გადაწყვეტს უშუალოდ ექიმი. ამავე დროს, შეიცვალა კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები, ანუ ის ადამიანები, ვინც ჩაერთვებიან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები. გარდა ამისა, პნევმონიით დაავადებული პაციენტები, ცხელებით ჰოსპიტალიზებული პაციენტები. ასევე რისკ ჯგუფები. ყველა ადამიანს ჩაუტარდება, ვისაც ექნება შესაბამისი სიმპტომატიკა,” – განაცხადა მარინა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად