მარინა ენდელაძე: ქვეყანაში ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ, კორონავირუსის გავრცელების შესახებ ტვ,,პირველის” ეთერში ისაუბრა.

,,ვხედავთ, რომ ქვეყანაში ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა. ძალიან დიდია ინფიცირებულთა რაოდენობა. ამის გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგების გათვლით შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება. ეს უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ და ზუსტად დაიცვას რეკომენდაციები, რადგან გაგვიჭირდება ექიმებსაც და მოსახლეობასაც ამდენი რაოდენობის პაციენტის მოვლა. თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაფერი მოგვარებულია.”-განაცხადა  ენდელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად