მარინა ენდელაძე: ყველა პაციენტი ჯერჯერობით კმაყოფილდება, არსებობს  საკმარისი საწოლები მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, არ სმენია ისეთი შემთხვევის შესახებ, ადამიანებს დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და სასწრაფო ადგილზე ვერ მივიდა ან ვერ გადაიყვანა პაციენტი შესაბამის დაწესებულებაში.

ამის შესახებ მარინა ენდელაძემ ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან დადსტურებული პაციენტებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა დროულად ვერ ხერხდება.

„მე ასეთი შემთხვევა არ გამიგია. ვფიქრობ, ყველა პაციენტი ჯერჯერობით კმაყოფილდება, ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, თავსდებიან ჰოსპიტალში. მე პირადად ასეთი შემთხვევა არ ვიცი. არსებობს  საკმარისი საწოლები მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე განმარტებით, ჯერჯერობით, ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზება სჭირდება, სტაციონარში თავსდება და საკმარისია საწოლების რაოდენობაც.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 278, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად