მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარაში გამოვლინდა შემთხვევების 72%, რაც არის 175 შემთხვევა, იმერეთში -9 პროცენტი, ანუ 38 ახალი შემთხვევა, თბილისში 7 პროცენტი, 32 შემთხვევა, გურიაში – 16 შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე ჯავახეშთი – 11, ქვემო ქართლში – 7, კახეთში – 4“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ასევე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 150  პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2054
  • მათ შორის გარდაცვლილი – 31
  • კარანტინის რეჟიმში – 5637
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად