მარინა ენდელაძე: დღეს დადებითი ემოციების დღეა, პირველი პაციენტი უკვე გავწერეთ, რაც სტიმულს გვაძლევს

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“დღეს ინფექციური პათოლოგიების ცენტრში დადებითი ემოციების დღეა. პირველი პაციენტი უკვე გავწერეთ, გამოჯანმრთელებული, რაც გარკვეულ სტიმულს გვანიჭებს. ამას გარდა მინდა მოგახსენოთ, რომ არცერთი პაციენტი არ დამძიმებულა. ყველას მდგომარეობს სტაბილურია. მძიმეები გვყავს, მაგრამ სტაბილური და არა განსაკუთრებულად მძიმე. მათი მდგომარეობაც დინამიკაში არ გაუარესებულა, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულადაც კი ჩაითვალოს. მათგან 4 ბავშვი გვყავს. მათი მდგომარეობს სრულიად დამაკმაყოფილებელია. ითვლებიან მსუბუქ შემთხვევებად.

დღეს სულ 18 ანალიზი გვქონდა აღებული. 7 უარყოფითია უკვე, დანარჩენი პასუხები დღეს გვიან ღამით გვეცოდინება. რაც შეეხება გაწერილ პაციენტს, ის 1 კვირით თვითიზოლაციაში ზედეტი სიფრთხილის მიზნით კეთდება, ეს არის ჯმო-ს რეკომენდაცია. ეს მითითებაა და ჩვენ ვასრულებთ მას”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად