მარინა ენდელაძე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მაინც ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ნამდვილად დრამატულად განვითარდა საქართველოში სიტუაცია, რის შესახებაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურ გამოსვლებში ვამბობდით. იყო ამის მოლოდინი რადგან იყო შემთხვევების სწრაფი ზრდა. ჩვენი მოსახლეობის ბრალია, რადგან არ დავიცავით ალბათ ყველაფერი ისე როგორც საჭიროა. საჭირო გახდა ხელისუფლების მიერ საგანგებო ღონისძიებების გატარება, რაც ისედაც რომ გაგვეკეთებინა შესაძლოა, ასე დრამატულად არ განვითარებულიყო მოვლენები.
ვუძლებთ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ჩვენი მუშაობა. 24 საათი ვმუშაობთ და დიდი პასუხისმგებლობა გავქვს. ისეთი მძიმე პაციენტები არიან ჩემს განყოფილებაში, რომ მათი მართვაც რთულია. შესაბამისად, რთულია იმ გადაწყვეტილების მიღებაც შედარებით ადრე გავწეროთ თუ არა პაციენტი, იქ ხომ არ იქნება შემდგომი გართულება. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევასა და გამოცდილებასაც მოითხოვს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ადგილი გათავისუფლდეს. ჩვენ ყველაფერს ვინდომებთ, მაგრამ მაინც ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს”, – განაცხადა ენდელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად