მარინა ენდელაძე: აღარ არის ის ეტაპი, როცა პირბადის გამოყენება მხოლოდ სოციუმებში იყო რეკომენდებული, პირბადით უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შემდეგ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„აღარ არის ის ეტაპი, როცა პირბადის გამოყენება მხოლოდ სოციუმებში იყო რეკომენდებული, პირბადით უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ. შესაძლოა, ახლო კონტაქტი მოგვიწიოს ინფიცირებულთან, ამდენად, რეგულაციების დაცვა აუცილებელია. ვხედავთ, ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება პაციენტების გაზრდილ რაოდენობას. ბევრ პაციენტთან მაქვს შეხება და უკმაყოფილო ინფიცირებული არ გვყოლია. ჯერჯერობით არის რესურსი და ალბათ, იქნება კიდეც, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. სერიოზული კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს. სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები ამ საქმეში ჩართული არიან“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, სასუნთქი აპარატების რაოდენობა საკმარისია და ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად