ამის შესახებ მინფექციური სავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“პოლიტიკა შემოიჭრა ჩვენში და ჩვენ ძალიან გვაზარალებს, ამ აქციებთან დაკავშირებით.თითქოს უკეთიათ პირბადე, მაგრამ თუ დისტანცია არ არის, თუ მთელი დღის განმავლობაში ადამიანი დგას სადღაც, ეს პირბადე აბსოლუტურად აღარ ასრულებს თავის მოვალეობას. უკვე 2 საათის შემდეგ შეიძლება, პირიქით, პირბადე გახდეს დასნებოვნების წყარო.
ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა და ალბათ ასეთ შეკრებებზე დისტანციას ვერ დაიცავ”, – განაცხადა ენდელაძემ.