მარინა ენდელაძე: 15 პაციენტის პასუხს ველოდებით… საგანგაშო არაფერია, ყველა პაციენტის მართვა ხერხდება

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დღეს 8 პაციენტის პასუხი მივიღეთ. მათგან ყველას ჰქონდა აღებული ანალიზი და მათგან დადებითი იყო ორი კვირის წინ შემოსული პაციენტის პასუხი, მისი კვლევის შედეგები კვლავ დადებითია. 2 კვირა კი გავიდა, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ აუცილებლად უარყოფითი იქნებოდა პასუხი, იმიტომ რომ მას ჰქონდა ფილტვების ანთება. დაახლოებით 1 კვირა იქნება საჭირო ამ პაციენტის სტაციონარში დაყოვნება.

არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია, ყველა პაციენტის მართვა ხერხდება. განსაკუთრებული ჩარევები და ინტენსიური თერაპია მათ არ დასჭირვებიათ. იტალიიდან ჩამოყვანიილ პაციენტებს აქვთ ცხელება, თუმცა პასუხები ჯერ არ მიგვიღია. ხვალ დილით მოგახსენებთ მდგომარეობას. 15 პაციენტის პასუხს ველოდებით. #4 პაციენტის მდგომარეობა არ გაუარსებულა, შეიძლება ითქვას, რომ მცირე გაუმჯობესებაც კი არის”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები
იტვირთება...