მარინა ენდელაძე: 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 – აჭარაში, 99 – იმერეთში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში გამოვლინდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„თბილისში დაფიქსირდა შემთხვევების 40%, რაც შეესაბამება 469 პაციენტს, აჭარაში – 30 %, ანუ 360, იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად, დღეს არის 99 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში -78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში -73,  კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში -14, სამცხე ჯავახეთში – შვიდი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 278, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად