მარინ ლე პენი: პუტინს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვუსურვებ

საფრანგეთის პარტია "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უსურვა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს.

"პუტინს გამარჯვებას ვუსურვებ, რადგან ვფიქრობთ, რომ რუსეთმა და საფრანგეთმა დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გააუმჯობესოს", – აღნიშნავს ლე პენი.

პოლიტიკოსი აგრეთვე ავსტრიაში ულტრამემარჯვენეების გამოჩენას მიესალმება და ფაქტს ისტორიულ მოვლენას უწოდებს. ლე პენმა იმედი გამოთქვა, რომ 2019 წელს ევროპარლამენტის არჩევნები გადატრიალებას გამოიწვევს და მათ, ვინც ევროპის ქვეყნების გაერთიანების ინიციატივით გამოდის, წარმოდგენილ ორგანოში უმრავლესობაში ყოფნის საშუალებას მისცემს.

"ჩემი მიზანი ევროპის დაპყრობაა, რომ ევროპაში უმრავლესობაში ვიყო და ევროპის ქვეყნების გაერთიანებას თავს მოვახვიო აზრი, რომ შეცვალოს ეს საშინელი ევროკავშირი", – აცხადებს ლე პენი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად