მარინ ლე პენი: მოვიდა დრო, ფრანგი ხალხი გავათავისუფლოთ ქედმაღალი ელიტის გავლენისგან!

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მეორე ტურში გადავიდა, მისი მოწინააღმდეგე მაკრონი იქნება, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი პრეზიდენტობის ყოფილმა, დამარცხებულმა კანდიდატებმა. მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

თავად მარინ ლე პენი კი ოპტიმისტურადაა განყობილი და ამბობს, რომ ის შედეგები, რაც მან მიიღო ისტორიული მოვლენაა. ამასათანავე, ლე პენი მოუწოდებს ხალხს, შეუერთდნენ მას და ერთად იბრძოლონ ქედმაღალი ელიტის წინააღმდეგ:

"მოვიდა დრო, როცა ფრანგი ხალხი უნდა გავათავისუფლოთ ქედმაღალი ელიტისგან, რომელიც ცდილობენ, საკუთარი ცხოვრების წესი მოახვიონ ყველას თავზე. მე ხალხის კანდიდატი ვარ და მივმართავ ყველა პატრიოტს, შემომიერთდეს მე"- განაცხადა მარინ ლე პენმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...