“მარიხუანას” მოხმარებისთვის, შსს-ს ექვსი თანამშრომელი სამსახურიდან გაანთავისუფლეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა  ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს. ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას’’ მოხმარების ფაქტზე გამოვლენილი იქნენ: ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველ-მეხანძრეები.

აღნიშნულის საფუძველზე, ყველა მათგანი, 2015 წლის 26 იანვარს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად