მარიამ ქვრივიშვილმა Expedia-ს და Steller-ის დამფუძნებელს უმასპინძლა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტები: Expedia-ს ერთ-ერთი რიჩარდ ჯონსონ ბენგსი და ლორა ჰუბერი საქართველოს ეწვივნენ. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოში კავკასუს თრეველის მოწვევით ჩამოვიდნენ.

რიჩარდ ჯონსონ ბენგსი Expedia-ს და Steller-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამერიკის საზოგადოებრივ ტელეარხზე (APT) გადაცემების: “Richard Bangs Quest” და “Richard Bangs Adventures with Purpose-ის წამყვანია. სამოგზაურო ჟურნალისტი ლორა ჰუბერი BBC- ის UPN-ისა და Travel Channel-ის პროდიუსერია.

ამერიკელ ჟურნალისტებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და კავკასუს თრეველის დამფუძნებელი საბა კიკნაძე შეხვდნენ.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოში ისეთ გავლენიან ჟურნალისტს, როგორიც არის რიჩარდ ჯონსონ ბენგსი, რომელიც მსოფლიო ბრენდის Expedia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასეთი რანგის სტუმრების ჩამოყვანა ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ასევე კარგი საშუალებაა შევატყობინოთ ყველას, რომ საქართველო არის და იქნება უსაფრთხო ტურისტული მიმართულება. ყოველივე ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ ბაზრებზე, ამერიკასა და ევროპაში საქართველოს პოზიციონირებას.“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პრეს-ტურის ფარგლებში ამერიკელი ჟურნალისტები მცხეთას, ბოდბეს, სიღნაღს, წინანდალს, ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, გორს, უფლისციხეს, ქუთაისს, წყალტუბოს,  ზუგდიდსა და მესტია მოინახულებენ და საქართველოს შესახებ სტატიებს და გადაცემას მოამზადებენ.
“ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოდის ქართული ღვინო, რომელსაც ფანტასტიური შეფასება აქვს. ვფიქრობ ამერიკელ ტურისტებს საქართველოში დააინტერესებთ კავკასიონის მთები, ტურისტული ბილიკები, მათთვის საინტერესო იქნება სათავგადასავლო ტურები, ისეთი როგორიც არის ჯომარდობა. საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანა გაქვთ
ტურისტებისთვის. საქართველოში მოხვედრა რთული არ არის. საქართველოს მიმართულებით მსოფლიოში ცნობილიბევრი ავიაკომპანია დაფრინავს. თქვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებულია, გაქვთ სტაბილურობა და რაც მთავარია ლამაზი ქვეყანა, რაც კარგი პირობაა ტურისტების მოსაზიდად.“- განაცხადა Expedia-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რიჩარდ ჯონსონ ბენგსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად