მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრეს-ტური ტურიზმის ადმინისტრაციისა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გაიმართა.

ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა. პრეს-ტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის „Marie Claire”, “Plus Magazine” Tageblatt და  Luxemburger Wort -ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის შემდეგ მცხეთას, სტეფანწმინდას, გუდაურს და კახეთს ეწვევა.

ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. მაღალრეიტინგულ გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მასშტაბით.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ბელგიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან ვმასპინძლობთ წამყვან ჟურნალისტებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისეთი გამოცემის, როგორიცაა Marie Claire-ის წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. გაცნობითი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს ვაჩვენებთ ყველა იმ ღირსშესანიშნაობას რითაც ვამაყობთ. სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის Marie Claire-ში, მალე ვიხილავთ სტატიებს, სადაც მკითხველს ურჩევენ, რომ საქართველოში იმოგზაურონ.“-განაცხადა ტურიზმი ეროვნული

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად