მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან მომავალ თანამშრომლობაზე ისაბურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაგიევს შეხვდა. ინფორმაციას ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

შეხვედრას აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ფლორიან სენგშმიდტი დაესწრო.

მხარეებმა ორქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს საქმიანი ტურიზმის განვითარების და  ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ვისაუბრეთ მრავალ საინტერესო თემაზე, მათ შორის ერთიანი ძალებით ახალი პროექტების განხორციელებაზე, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება ტურიზმის სექტორში.  რეგიონის მიმართ საერთაშორისო მოგზაურთა მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებული ტურების რეალიზება. ჩვენ ვფიქრობთ რეგიონის ცნობადობას ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო გავზრდით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და ე.წ. შორი მანძილის ქვეყნები.“ -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

მეზობელი ქვეყანა საქართველოში შემოსული ტურისტული ვიზიტების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვიც ესწრებოდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად