მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა. ფორუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ფორუმს ევროპისა და აზიის 34 ქვეყნიდან მინისტრები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ონლაინ პორტალების, მათ შორის Google-ის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ერთობლივი ტურისტული სტრატეგიის, ცნობადობის გაზრდის, რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ტურიზმის განვითარების მიმართულებით სოციალური მედიის მნიშვნელობის და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების შესახებ ისაუბრეს.

“დღეს ჩვენ აბრეშუმის გზის ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდით, ფორუმზე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალებით განვავითაროთ და გავზარდოთ აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ცნობადობა და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი.” – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების შეხვედრა ბერლინში 2011 წლიდან იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...