მარიამ ქვირივშვილი ICCA-ს პრეზიდენტს შეხვდა

ფრანკფურტში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის IMEX 2019 ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი მსოფლიო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა. (ICCA)

მარიამ ქვრივიშვილმა და ჯეიმს რისმა შეხვედრაზე საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს. მსოფლიო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციაში მსოფლიოს 97 ქვეყნის 1100-ზე მეტი მსხვილი ორგანიზაციაა გაწევრიანებული.

გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ექსპერტებთან, მათ შორის საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე ცნობილ ექსპერტთან პოლ კენედისთან.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრები გამოფენის ფარგლებში, მათ შორის იყო შეხვედრა მსოფლიო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შესახებ, თუ რა საერთაშორისო ღონისძიებები შეგვიძლია საქართველოში ჩავატაროთ, რაც მოიზიდავს მეტ ტურისტს ჩვენს ქვეყანაში. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტებთან იმ პროექტის შესახებ, რომელიც სახელმწიფომ დაანონსა, ეს ეხება თანადაფინანსების სქემას, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების გასამართად და ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, თუ როგორ შევარჩიოთ სწორი ფორმა აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის.“ განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...