მარიამ ჯიშკარიანი: ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი დღესვე იყოს სასწრაფო წესით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილი

№18 გლდანის ციხის საავადმყოფოში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში.

„მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართული იყოს პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან მძიმე, კრიტიკულად მძიმე. ვაცხადებთ, რომ აუცილებელია გადაყვანა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, სამედიცინო შემოწმებას ვგულისხმობ, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ჩვენს ექიმ-ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება, პაციენტი შეემოწმება, ჩვენს ექიმ ექსპერტ-ფსიქიტარს არ მიეცა საშუალება შეემოწმებინა, მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ. ჩემი მონაცემებით, არის ცერებრო-ორგანული სინდომისთის დამახასიათებელი როგორც მწვავე ნიშნები აღენიშნებოდა. ჩვენი აზრით, ეს არის გამოწვეული ცერებრო-ორგანული დისფუნქციით, გონების კარგვის ეპიზოდი, რადენიმე სათის წინ. ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში. არ ყავდა ნერვოლოგს ნანახი, მოწვეული იქნა სახალხო დამცველის აპარატიდან ექიმი ნერვოლოგი. რაც შეეხება სხვა მდგომარეობას, ჩვენ არ მოგვეცა დეტალურად შესწავლის საშუალება. გამოთხოვილია სამედიცინო ბარათი და ახლა დანარჩენს იტყვის რეანიმატოლოგი.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის, დღესვე იყოს სასწრაფო წესით, ეს პაციენტი სამოქალაქო ტიპის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანილი, იქნება ეს ინტენსიური თერაპიის განყოფილება, თუ რეანიმაცია, ეს გადასაწყვეტია.
მე არ ვიცი პირადი ექიმი, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს გუნდური მუშაობის გამოცდილების მქონე შტატი, სადაც იქნება პასუხისმგებელი მკურნალი ექიმი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, ამ შემთხვევაში ინტენსიური თერაპიის სპეციალისტი და არა მორიგე ექიმები, რომლებიც პრაქტიკულად ინფორმაციას არ ფლობენ და ჩვენ ენდოკრინოლოგს ვერ უთხრეს გლუკოზის დონე როგორი იყო გუშინ, როგორი არის დღეს. ჩანაწერები არ შეესაბამება სტანდარტებს, ინფორმატიული არ არის. პალატას არ აკონტროლებს სამედიცინო პერსონალი, როდესაც სამედიცინო შემოწმებაზეა ექსპერტიზა, არ შეიძლება არასამედიცნო პერსონალმა განკარგოს, ვინ შევა და ვინ გამოვა. ჩვენ სრულყოფილი შემოწმების საშუალება არ მოგვეცა. რაც შეეხება რესპუბლიკურის გუნდს, ეს არის ტრანზიტორული გუნდი, ესენი აქ მუდმივად არ მუშაობენ, შესაბამისად, ისინი აქ ვითარებას ვერ ფლობენ და მათი უფლებები ფრიად შეზღუდულია. აქ ექიმები არ განკარგავენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქ არის შეუძლებელი და დაუშვებელი პაციენტის მკურნალობა ამ სიტუაციაში, ასეთ ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც არის კრიტიკულად მწვავე, ჩვენ ახლოს ვდგავართ შეუქცევადი დეგენერაციული ცვლილებების განვითარებასთან“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

კომენტარები
იტვირთება...