მარიამ ჯაშმა 209 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა თბილისის სამგორის, ისნისა და კრწანისის რაიონების გამგებლებთან, კახა გულედანთან, კახა ლაბუჩიძსთან და ლევან ჯაფარიძესთან ერთად ამავე რაიონების საჯარო სკოლების 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სერტიფიკატებთან ერთად 148 ოქროსა და 61 ვერცხლის მედალი, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„საამაყო დღე არის ჩვენთვის და თითოეული  თქვენგანისთვის. მუდამ ასეთი წარმატებით გაგევლოთ შემდგომი აკადემიური და პროფესიული გზის ეტაპები“, – მიმართა მარიამ ჯაშმა ახალგაზრდებს.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ასევე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა, პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირის სამგორის  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გულნარა ამილიძე.

დაჯილდოების ცერემონია თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად