მარიამ ჯაში: ვერ დავუჭერ მხარს ვერცერთ პოლიტიკოსს, რომელიც რუსეთს აგრესორად არ მიიჩნევს

ვერ დავუჭერ მხარს ვერცერთ პოლიტიკოს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი აგრესორი არ არის,-ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„ჩვენი პოზიცია ცალსახაა: აგრესორი არის რუსეთი. ის იყო აგრესიის საწყისი არა მხოლოდ 2008-ში, არამედ 90-იან წლებშიც, როდესაც პირველი მასშტაბური ომი მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე
ვერ დავუჭერ მხარს ვერცერთ პიროვნებას, არათუ პოლიტიკოსს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი 2008 წელს აგრესორი არ გახლდათ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავდაპირველ პოზიციებზე განმარტება გააკეთა, რის შემდეგ „ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველამ მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს განმარტება. ვფიქრობ, მან მაქსიმალურად განმარტა თავისი თავდაპირველი პოზიციები, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო", -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად