მარიამ ჯაში: უცნობია, დავით გარეჯის კომპლექსის საკითხი დაუყენებია, თუ არა საქართველოს გაეროს, ან სხვა საერთაშორისო ფორმატში

საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პანდემიის პარალელურად არსებობს სხვა პრობლემებიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომელთაგან ერთრთს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედი წარმოადგენს.

„დავით გარეჯზე საპატრიარქოს 12 მარტის განცხადების შემდეგ, ჩვენმა ფრაქციამ დაგეგმა საკომიტეტო მოსმენა, მაგრამ გავითვალისწინეთ პანდემია, საგანგებო სამუშაო რეჟიმი და მხოლოდ წერილობითი ფორმით შემოვიფარგლეთ, კერძოდ, 4 კონკრეტული შეკითხვიოთ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. კარტოგრაფიული და იურიდიული მასალების მიხედვით ყველამ ვიცით, რომ დავით გარეჯი და მიმდებარე ტერიტორია უპირობოდ არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა და კუთვნილება. ამის გარდა, 1996 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის მიღებული ხელშეკრულებით პრაქტიკულად უნდა მოხსნილიყო ნებისმიერი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეკუთვნის თუ არა დავით გარეჯი საქართველოს. თუმცა, ეს ხელშეკრულება ვერ განხორციელდა, ცნობილი არ არის ახალი შეთანხმება და გარემოებები. ასევე უცნობია, დაუყენებია თუ არა საქართველოს გაეროს ან სხვა საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული საკითხი.  გვესმის, რომ აღნიშნული საკითხი არის უაღრესად ფაქიზი და მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში და  მხოლოდ აკადემიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაგრძლდეს მსჯელობა”​-აცხადებს მარიამ ჯაში.

შეგახსენებთ: საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ხვალ პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესის ფორმატში წარდგება, სადაც დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად