მარიამ ჯაში: საქართველოდან კანაფის ნედლეულის გატანის ინიციატივა ნაჩქარევია და რისკებს შეიცავს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში შსს-ს ახალ ინიციატივაზე, რომლითაც შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს, გარკვეულ რისკებს ხედავს.

„აიპრესის“ კითხვაზე, მაშინ როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ქვეყნის ხელისუფლება უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, რამდენად დასაშვებია საქართველოში კანაფის ნედლეულის დამზადება და აქვს თუ არა სახელმწიფოს ის რისკები გათვლილი, რაც შეიძლება შსს-ს ინიციატივას მოჰყვეს, მარიამ ჯაში პასუხობს: 

„შსს- ინიციატივა ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს, პირველი და ძირითადი არის რეგულაციების გამკაცრება, რომელიც აუცილებელი პირობაა დღეს არსებულ საკანონმდებლო ვაკუუმში. ამ ნაწილში აბსოლუტურად ვიზიარებ შსს-ს პოზიციას, რომ გამკაცრდეს მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციები, რაც საპასუხო ზომაა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

მეორე კომპონენტი, რომელსაც დეტალურად ჯერ არ ვიცნობთ, არ მომხდარა ფორმალურად ამ ინიციატივის საზოგადოებისთვის და ჩვენთვის გაცნობა. ასევე, ჩვენთვისაც უცნობია არაერთი დეტალი, ეხება რეგულაციებს, რომ შესაძლებელია მოხდეს საქართველოში კანაფის ნედლეულის წარმოება და შემდეგ ექსპორტზე გადატანა. 

ვიდრე ჩემთვის დეტალურად არ იქნება ცნობილი არგუმენტი, ეს ინიციატივა ნაჩქარევია და რისკებს შეიცავს არა მხოლოდ ჩრდილოვან ეკონომიკაში რეგულირების პირობებშიც გარკვეული ნარკოტიკული საშუალების და ნედლეულის მოხვედრის თვალსაზრისით, რაც არის შიდა რისკი, არამედ ასევე გარე რისკიც.

თქვენი შეკითხვა, ოკუპაციის რეჟიმში არსებულ რისკებთან დაკავშირებული, ლოგიკურია. გარე რისკებს შორის ვგულისხმობ, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ კანონმდებლობით დაშვებული ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, განსაკუთრებული დაცული საკანონმდებლო ბაზა სჭირდებათ და ოკუპაციის რეჟიმში აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რისკები რჩება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად