მარიამ ჯაში: პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” გენერალური მდივანი მარიამ ჯაშის განცხადებით, პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ამის შესახებ მარიამ ჯაშმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არასამართლიანი იყო როგორც წინასაარჩევნო გარემო, ასევე თავად არჩევნების დღეც.

„სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების დღე წარიმართა არასამართლიან გარემოში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რადგან ის თანადგომა, რომელიც რეგისტრირებულია ცესკოს მონაცემებში სულ მცირე ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები იყო როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად აჭარაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად