მარიამ ჯაში: მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.

“მე არ მიმიღია კენჭისყრაში მონაწილეობისაგან, ბევრი მიზეზის გამო. არა იმიტომ რომ პოლიტიკური სიმპატიები არსებობს, ალბათ ერთ-ერთი კოლეგაა რომელთანაც ყველაზე ნაკლებად მაკავშირებს თანამშრომლობა და თუნდაც ნაცნობობა. მე მქონდა მთელი რიგი არგუმენტები, ვფიქრობ რომ შესაძლებლობა იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა. 
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუწყდა. 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად