მარიამ ჯაში: მანდატურების სახელფასო ანაზღაურება 250 ლარით გაიზარდა

ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყებასთან და განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“41 სკოლაში დამატებით დასაქმდნენ მანდატურები და საერთო ჯამში, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, სკოლების 80 პროცენტში იქნებიან უკვე მანდატურის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების საკითხს და ასევე გაზრდილია მანდატურების სახელფასო ანაზღაურება 250 ლარით.

მანდატურის სამსახურის გაძლიერებასთან ერთად გაძლიერდა ასევე ფსიქო-სოციალური სერვისი.

ახალციხეში და ზუგდიდში გაიხსნა დამატებითი ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები და წელს მოხდა პირველად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ სკოლაში ჩვენ დავიწყეთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების ბავშვთა რეგისტრაცია. 515-მა მოსწავლემ მიიღო სწორედ ეს მომსახურება. ასევე ქვეყნის მასშტაბით, განახლებულია 75 პროცენტი სასკოლო ინფრასტრუქტურის. 880 სკოლაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები და აშენდა ახალი 27 სკოლა ქვეყნის მასშტაბით.”,-განცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად