მარიამ ჯაში გაეროში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს აჯამებს

23-26 აპრილს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მარიამ ჯაშის, დავით სონღულაშვილის და ირაკლი მეზურნიშვილის მონაწილეობით გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) 2018 წლის დაფინანსების ფორუმში იღებდა მონაწილეობას. 

ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის სტატუსით საქართველოს დელეგაცია ორი მოხსენებით წარსდგა ფორუმის პლენარულ და თემატურ სესიებზე.

ფორუმის ფარგლებში საქართველომ, საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს, რომელიც მარიამ ჯაშის მთავარი მოხსენებით გაიხსნა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრი, საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო უწყებების ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.

"ინოვაციური დაფინანსება გადამწყვეტი იქნება გაეროს 2030 მიზნების მისაღწევად და საქართველოს დამსახურებით ინოვაციური დაფინანსება ხაზგასმით ჩაიწერა გაეროს მაღალი დონის ფორუმის მთავარ დოკუმენტში. ჩვენ, ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით დღის წესრიგში დავაყენებთ გაეროში სპეციალიზირებული პროგრამის ან სტრუქტურის შექმნას ინოვაციური დაფინანსების მიმართულებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ გაეროს მაღალი დონის ფორუმზე განხილული კერძო და საჯარო თანამშრომლობის ინიციატივები მნიშვნელოვანი იქნება როგორც ეროვნული, ასევე მუნიციპალური პროგრამებისთვის.

დავით სონღულაშვილმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მმართველობის რეფორმებისა და ინოვაციური პროექტების შესაძლებლობებზე.

ფორუმის ფარგლებში ირაკლი მეზურნიშვილი გაეცნო საინფორაციო-ტექნოლოგიური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მუნიციპალური განვითარების პროგრამებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად