A2 ბანერი
A2 ბანერი

მარიამ ჯაში: ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აქცენტი ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე გააკეთა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში ამ მიმართულების დაფინანსებისთვის ნახევარი მილიონი ლარის გათვალისწინება მოითხოვა.

„განსაკუთრებით გთხოვთ, გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურის და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით. ჩვენ ინკლუზიური თეატრის არაერთი არაჩვეულებრივი მაგალითი გვაქვს – განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აზდაკის ბაღის“ თეატრი, რომელიც თავისი შინაარსით და მეთოდოლოგიით არის აბსოლუტურად უნიკალური. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მუნიციპალურ დონეზე უნდა შეუწყოს ამ უნიკალურ დასს ხელი. უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს არის საკითხი, რომელსაც  აუცილებლად გადავიტანთ სამუშაო ფორმატში და გთხოვთ, გარკვეული რესურსების, სულ მცირე ნახევარი მილიონის გათვალისწინებას ბიუჯეტში. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ინკლუზიური თეატრების მხარდაჭერა  ზოგადად, რომელიც მოიცავს “აზდაკის თეატრის” შესაძლო მხარდაჭერასაც“ – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები

ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსებას 107 მილიონი ლარით ვზრდით

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ…

მაჭავარიანი: შესყიდვების პროცედურები კონტროლდება და სტანდარტებთან თავსებადია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესყიდვების პროცედურები კონტროლდება და სრულად თავსებადია დონორების…

გამყოფი ხაზების მახლობლად მცხოვრები 1200 სტუდენტი დაფინანსდება

"გამყოფი ხაზების მახლობლად მდებარე სოფლებში მცხოვრებ 1200 სტუდენტს უმაღლესი განათლება დაუფინანსდება.",- ამის…

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი თეატრალური ფესტივალი იწყება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური…

NYT: აშშ-ში ორმა მუზეუმმა ჟურნალისტის გაუჩინარების გამო საუდის არაბეთის დაფინანსებაზე…

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენისა და ბრუკლინის მუზეუმი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში ჟურნალისტის…

ფრანკფურტში სპექტაკლი-პერფორმანსის, “ეგზერსისის”, პრემიერა შედგა

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, ფრანკფურტში, წამყვან…

კაკაურიძე: მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა შეიცვლება

"დღგ-ს განაწილება მოხდება მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით",-ამის შესახებ ფინანსთა…

პრემიერი: უმაღლესი განათლების მიმართულებით გვექნება დაფინანსების ახალი მოდელი

"უმაღლესი განათლების მიმართულებით გვექნება დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება ინტეგრაცია ევროპულ უმაღლესი…

ჯაში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე: მსგავსი მასშტაბის ტრაგედია ბოლო 4 წელში არ…

ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა "ქრონიკასთან"…

სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე სწავლის უფლება და გრანტი 10 614 აბიტურიენტმა მოიპოვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს…
კომენტარები
იტვირთება...